რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ დავითაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, ორჭიდში კი ვერცხლი.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 171 / 175 / 177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა.
რევაზ დავითაძემ აკვრაში დაძლეული 200 / 206 / 210 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.