Belive

რადუ დრაგუშინი: "ახალ ეტაპს ვიწყებთ და საქართველოსთან მატჩს მხოლოდ ამხანაგურად არ ვუყურებთ"

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუმინეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, რადუ დრაგუშინი საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციის დროს საუბრობს.

"ცხადია, საქართველოს ნაკრების თამაში კარგად შევისწავლეთ, როგორ იცავენ თავს, როგორ თამაშობენ პრესინგს როგორ გადადიან შეტევაში, თუმცა მეტოქეზე მეტად საკუთარი თამაში გვაღელვებს. ვცდილობთ, რომ ახალი მწვრთნელის იდეები რაც შეიძლება სწრაფად ავითვისოთ.

გეორგე ჰაჯიმ ნაკრებში ახალი იდეები, ტაქტიკური მონახაზები და გარემო შემოიტანა. მას მაქსიმალურად ვენდობით, რუმინული ფეხბურთის ისტორიაში ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვფიქრობ, მასთან ერთად ჩვენ ახალი ეტაპის დასაწყისი გველოდება.

გასაგებია, რომ ეს ამხანაგური მატჩებია, მაგრამ მას არა როგორც სეზონის დასასრულს, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისად ვუყურებთ. გუნდში ერთიანობაა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, ახალი ეტაპის წარმატებულად დაწყება გვსურს.

ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ მატჩში არ ითამაშებს, მან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დასვენება დაიმსახურა", - ამბობს ტოტენჰემისა და რუმინეთის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.