რა თანხას გამოიმუშავებენ სპორტსმენები ოლიმპიური მედლის მოგებით სხვადასხვა ქვეყანაში?
სპორტსმენების წასახალისებლად არაერთი ქვეყნის მთავრობა ან ოლიმპიური კომიტეტი ყოველი ოლიმპიადის წინ გარკვეულ თანხას გამოყოფს.
მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქართველი სპორტსმენი პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ბრინჯაოსმედალოსანი კი - 250 000 ლარს.
ქვეყნები, რომლებიც ოლიმპიურ მედალოსნებს აჯილდოებენ:
ჰონგ კონგი - ოქროს მედალი - 768 000 დოლარი; ვერცხლის მედალი - 385 000 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 192 000 დოლარი; მე-4 ადგილი - 100 000 დოლარი; 5-8 ადგილი - 50 000 დოლარი.
სინგაპური - ოქროს მედალი - 737 000 დოლარი; ვერცხლის მედალი - 372 000 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 186 000 დოლარი;
ტაივანი - ოქროს მედალი - 716 000 დოლარი, ვერცხლის მედალი - 250 000 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 179 000 დოლარი;
საქართველო - ოქროს მედალი - 368 000 დოლარი; ვერცხლის მედალი - 184 000 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 92 000 დოლარი;
იტალია - ოქროს მედალი - 197 100 დოლარი; ვერცხლის მედალი - 98 500 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 65 700 დოლარი;
ესპანეთი - ოქროს მედალი - 102 900 დოლარი; ვერცხლის მედალი - 52 600 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 32 900 დოლარი;
საფრანგეთი - ოქროს მედალი - 71 200 დოლარი; ვერცხლის მედალი - 27 400 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 16 400 დოლარი;
აშშ - ოქროს მედალი - 37 500 დოლარი; ვერცხლის მედალი - 22 500 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 15 000 დოლარი;
გერმანია - ოქროს მედალი - 21 900 დოლარი; ვერცხლის მედალი - 16 400 დოლარი; ბრინჯაოს მედალი - 10 950 დოლარი;
ყაზახეთი - ოქროს მედალი - 3-ოთახიანი ბინა; ვერცხლის მედალი - 2-ოთახიანი ბინა; ბრინჯაოს მედალი - 1-ოთახიანი ბინა.
Givemesport-ის ინფორმაციით, სპორტსმენები დიდი ბრიტანეთიდან, ახალი ზელანდიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან, საუკეთესო სამეულში მოხვედრისთვის ბიუჯეტიდან ფულს არ იღებენ.
ამ ეტაპზე პარიზის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი, 15 მედალი აშშ-ს აქვს მოპოვებული (3 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო), მე-2 ადგილს კი 14 მედლით საფრანგეთი იკავებს (4 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო).
ყველაზე მეტი ოქროს მედალი იაპონიის ანგარიშზეა (6), შემდეგ კი 5-5 მედლით ჩინეთი და სამხრეთ კორეა მოდიან.