Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ტულუზას წინააღმდეგ?

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში "ტულუზამ" "ლიონს" უმასპინძლა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68 წუთი ითამაშა.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ს მიხედვით 6.3 შეფასება დაიმსახურა. ჟორჟმა ერთხელ კარისკენ დაარტყა, ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს, ბურთს 30-ჯერ შეეხო, 18-დან 14 გადაცემა ზუსტად შეასრულა (78%), 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ქართველ ფორვარდს 6.0 შეფასება დაუწერა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში "ლიონს" 7 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზე იმყოფება (2 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი, ევროპა ლიგაზე 3 ოქტომბერს "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები