ქოჩორაშვილის შეძენით ბერძნული გრანდები ინტერესდებიან - ქართველის პოზიცია ცნობილია!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და პორტუგალიური სპორტინგის ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ბერძნული ფეხბურთის ფლაგმანი კლუბები ინტერესდებიან.
პორტუგალიურ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაოკი და პანათინაიკოსი გიორგი ქოჩორაშვილის გადაბირებით აქტიურად ინტერესდებიან და არც სპორტინგია წინააღმდეგი, რომ ქართველს სარფიანად შეელიოს, მაგრამ გარიგებას ქოჩორას პოზიცია აფერხებს. ცნობილია, რომ სპორტინგის დატოვების შემთხვევაში, ქოჩორაშვილი მხოლოდ ესპანური კლუბების შეთავაზებებს განიხილავს.
მედიის მტკიცებით, პაოკსაც და პანათინაიკოსსაც ქოჩორაშვილის იჯარის წესით, სამომავლო გამოსყიდვის უფლებით დამატება სურთ.
Kochorashvili in demand
— Talking Sporting (@TalkingSporting) July 5, 2026
PAOK and Panathinaikos want the midfielder on loan
Georgian international would prefer to return to Spain
[@Record_Portugal] pic.twitter.com/oBD1dkgCSG
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან სპორტინგში 2025/26 წლების სეზონის წინ გადავიდა. ქართველმა ნახევარმცველმა პორტუგალიური კლუბის მაისურით 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.