Belive

ყაზანის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი ბრუნდება (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
5-7 მაისს, რუსეთის ქალაქ ყაზანში, გრანდ სლემი აიღებს გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ხვალ, 5 მაისს, საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი იასპარეზებს: ლუხუმ ჩხვიმიანი, ბაგრატ ნინიაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში, დიდხნიანი ტრავმის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი ბრუნდება. ლუხუმი D ბადეში მონაწილეობს და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება. პირველ ეტაპზე მას მეტოქედ, კამერუნელი - ბერნადინ ცალა ცალა ეყოლება, გამარჯვების შემთხვევაში კი ლუხუმი პორტუგალიელ - როდრიგო კოსტა ლოპესსა და ტაჯიკ - შაჰბოზ საიდაბუროროვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში იასპარზებს ბაგრატ ნინიაშვილი, რომელიც განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება. ბაგრატის მეტოქე სერბი - სტრაინია ბუნჩიჩი იქნება. იმ შემთხვევაში თუ ნინიაშვილი მეტოქეს დაამარცხეს, იგი მეორე ეტაპზე, პარიზისა და ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულს, მოლდოველ - დენის ვიერუს დაუპირისპირდება.

-52 კგ

-52 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ტატიანა-ლევიცკა შუკვანი, რომელიც განთესილი იქნება და მეორე ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში. შუკვანის მეტოქე შვეიცარიელი - ფაბიენე კოჩერი იქნება. გამარჯვების შემთხევაში კი 1/4 ფინალში იასპარეზებს, სადაც ბელგიელ - ჩარლინ ვან სნიკს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ასპარეზობაში ერთვება იაპონელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი - უტა აბე. შეჯიბრი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები