ქართველი ქალი ძიუდოისტების გმირობა და შთამბეჭდავი შედეგი | სტატისტიკა
23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი (ინდივიდუალური) 2 ოქროსა (სარდალაშვილი, სულამანიძე) და 2 ვერცხლის (ლიპარტელიანი, გრიგალაშვილი) მედლით დაასრულა, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ბოლო საშეჯიბრო დღეს დაფიქსირდა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
ცალკე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ გუნდური პირველობის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანეს ქართველმა ქალმა გოგონებმა, რომლებმაც თითოეულ ბრძოლაში მთელი შესაძლებლობები ჩადეს და ფაქტიც სახეზეა - ეთერ ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და სოფიო სომხიშვილმა 9 ბრძოლა მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
მარიამ ჭანტურია, ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი
ქართველი გოგონების სტატისტიკა გუნდურ ასპარეზობაში
ეთერ ლიპარტელიანი - ევროპის ვიცე-ჩემპიონმა მონაწილეობა ოთხივე ბრძოლაში მიიღო და დაუმარცხებლად იჭიდავა. მან ფინალში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრები გადაარჩინა და ანგარიში 3:3 გახადა.
მარიამ ჭანტურია - მარიამმა მონაწილეობა 3 ბრძოლაში მიიღო. მას მხოლოდა და მხოლოდ აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ არ უჭიდავია. მოუგო - ავსტრიის, გერმანიისა და იტალიის წარმომადგენლებს.
სოფიო სომხიშვილი - სოფიო სომხიშვილმა დღევანდელი გუნდური ასპარეზობა ჯერ გახსნა, შემდეგ კი ტრიუმფალურად დაასრულა. 25 წლის ქართველმა, 3 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ კი მონაწილეობა არ მიუღია. იგი დამარცხდა - იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ამავე ნაკრებთან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გამარჯვება 9 წამში მოიპოვა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გადახა.