Belive

ქართული კლუბების პოტენციური მეტოქეები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას 3 ქართული კლუბი, მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი", ქვეყნის თასის გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" და მესამეადგილოსანი გორის "დილა" მიიღებს.

ცნობილია იმ პოტენციურ მეტოქეთა მოკლე სია, რომლებსაც ქართული კლუბები იმ შემთხვევაში დაუპირისპირდებიან თუ მესამე ეტაპზე გასვლას მოახერხებენ.

"დინამო თბილისი" მალტური "ჰამრუნის" ბარიერის გავლის შემთხვევაში:

  • ტალინის "ფლორა"
  • "ტრე პენე" - "ვალმიერა"
  • "ფერენცვაროში" - "შემროკ როვერსი"
  • "ესკალდესი" - ტირანას "პარტიზანი"
  • "ფარულ კონსტანტა" - "ურარტუ"

ქუთაისის "ტორპედო" ყაზახური "აქტობეს" ბარიერის გავლის შემთხვევაში:

  • ბელგრადის "პარტიზანი"
  • ვენის "რაპიდი"
  • თელ ავივის "მაკაბი" - "ოეტროკუბი"
  • "ცსკა სოფია" - "სეპსი

გორის "დილა" უკრაინული "ვორსკლას" ბარიერის გავლის შემთხვევაში:

  • "ბაზელი" - "ტობოლი"
  • "ბოდო გლიმტი" - "ბოჰემიანსი"
  • პოზნანის "ლეხი" - "ჟალგირისი"
  • "აპოელი" - "ვოივოდინა"
  • "ცსკა 1948" - ბუქარესტის "სტიაუა"

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში 24 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

სხვა სტატიები