ქართველი ფრენბურთელი ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP-ს ტიტულისთვის იბრძვის
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
24 წლის ქართველი ფრენბურთელი - ანა კალანდაძე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP-ს ტიტულისათვის იბრძვის.
ანა კალანდაძე პოლონეთის კლუბ "დეველოპრეს ბელა დოლინა"-ში თამაშობს. ამ ეტაპისთვის ანა კალანდაძე გამოკითხვაში ლიდერობს, თუმცა მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
იმისათვის, რომ ქართველი ფრენბურთელი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, ამისათვის ხმის მიცემა და ქართველი აუდიტორიის მხარდაჭერაა საჭირო.
ხმის მიცემის ინსტრუქცია
- დააჭირეთ ბმულს
- საიტზე გადასვლის შემდეგ, იმავე გვერდზე გამოგიჩნდებათ გამოკითხვა, სადაც ანა კალანდაძეს აირჩევთ (მაგალითისთვის - ფოტო ზემოთ)
- ხმის მისაცემად სულ რამდენიმე წამია საჭირო.