Belive

ქართველი მსაჯი კონტინენტის ფარზე და ნოემბრის ტესტებზე

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი ოქტომბერსა და ნოემბერში საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებს იმსაჯებს. მან მიწვევა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციიდან და მსოფლიო რაგბისგან მიიღო. ამაშუკელი 20 ოქტომბერს, ბრიუსელში ბელგიელი ბარბაროსები XV-ისა და იტალიური ‘პეტრარკას’ მატჩს განსჯის. აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ამაშუკელი მსოფლიო რაგბის მიწვევით ნოემბრის ტესტ-მატჩზე იმსაჯებს. 24 ნოემბერს რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ინგლისში, კერძოდ გლოსთერში, „კინგსთომ სთედიუმზე“ ითამაშებენ და ცენტრალური მსაჯი ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი იქნება, ხოლო ამაშუკელი მას კიდიდან დაეხმარება. ნიკას საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაში პირველად ვიხილავთ.

სხვა სტატიები