Belive

ქართველი მოჭიდავის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ქართველმა მოჭიდავემ, გიორგე გეგელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 48 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გეგელაშვილმა ფინალში უზბეკ უმიდჯონ ჯალოლოვთან წააგო. ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა კოლუმბიელი და ნაურუელი მოწინააღმდეგეები უშანსოდ, 12:1 და 10:0 დაამარცხა. საქართველოს დელეგაციას უკვე 6 მედალი აქვს. 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მედლების რაოდენობით საქართველო 30-ე ადგილზეა.

სხვა სტატიები