ქართველების ტრიუმფი ევროპის თასზე - 12 მედალი ჩეხეთიდან
3-4 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 41 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი (35 მამაკაცი, 6 გოგონა), საიდანაც 12-მა მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო
60 კგ. - თომა გელაშვილი, ბრინჯაო
66 კგ. - ხვიჩა გაფრინდაშვილი, ვერცხლი
73 კგ. - კოტე კაპანაძე, ოქრო
81 კგ. - ლუკა ბაბუციძე, ვერცხლი
81 კგ. - ლუკა თურაზაშვილი, ბრინჯაო
90 კგ. - თამაზ კობერიძე, ვერცხლი
100 კგ. - გიორგი ბადუაშვილი, ოქრო
100 კგ. - ერეკლე ბაზიერიშვილი, ბრინჯაო
100 კგ. - მიხეილ ჯაფარიძე, ბრინჯაო
+100 კგ. - შალვა გურეშიძე, ოქრო
+100 კგ. - უჩა ტაბატაძე, ვერცხლი
+100 კგ. - გიორგი ტაბატაძე, ბრინჯაო
აღსანიშნავია მძიმე წონაში გამართული ქართული ფინალი, სადაც შალვა გურეშიძემ უჩა ტაბატაძე დაამარცხა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.