Belive

ქართული ლეგიონი PRO D2-ში

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
დღეს, საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატის PRO D2-ის მე-5 ტური გაგრძელდება. მე-5 ტური გუშინ დაიწყო, რომელიც "ვანი" - "ბრივის" მატჩით გაიხსნა. მასპინძლები 9-11 დამარცხდნენ. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი, ვასკა ლობჟანიძე და ოთია გიორგაძე იყვნენ. ოთია გიორგაძემ "ბრივი" ლელოს გაშვებისგან იხსნა. დღეს, თბილისის დროით 22 საათზე PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება: "ორიაკი" - "ნევერსი" - ორიაკის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა "ბორჯღალოსანი" გიორგი ცუცქირიძე, ხოლო მარქფიდან მასპინძლებს ლაშა ლომიძე დაეხმარება. რაც შეეხება "ნევერსს", მათ შემადგენლობაში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება. "ბურგანბრესტი" - "კარკასონი" - აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება. "ბაიონი" - "პროვინს რაგბი" - აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება. "კოლომიე" - "ბიარიცი" - მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ბექა შეყლაშვილი იქნება, ხოლო სტუმართა მხრიდან ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ყოფილი "აჟენელი" ვახტანგ ახობაძე. "მასი" - "ანგულემი" - აღნიშნულ შეხვედრაში არცერთქი ქართველი არ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ "ანგულემის" შემადგენლობაში "ბორჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი ირიცხება, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის გამო, იგი ვერ მიიღებს მატჩში მონაწილეობას. თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება "ბეზიე" - "მონტობარი" - აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

სხვა სტატიები