Belive

PRO D2: ქართული ლეგიონი და ერთი დებიუტანტი

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
გუშინ, 11 ოქტომბერს PRO D2-ის მე-8 ტური  “ნევერსი" - “მონტ დე მარსანი"-ს   მატჩით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა 24:17 გაიმარჯვეს. მასპინძელთა შემადგელობაში ითამაშა ქართველმა მარჯვენა ბურჯმა გური პაპიძემ, რომელიც მატჩის 58-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00-ზე, PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

"ანგულემი" -  “ვანი” - მასპინძელთა ძირითად შემადგელობაში დაიწყებს გამოცდილი ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი, რომელიც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მეორე ხაზში, კერძოდ კი 4 ნომერზე ითამაშებს. სტუმართა შემადგელობაში უცნობი მიზეზების გამო ვერ მოხვდა ყოფილი "კლერმონელი" ნიკა ნეფარიძე. “კარკასონი” - “ბაიონი” - სამწუხაროდ  ქართველები ვერცერთი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ. “კოლომიერსი” - “ბეზიე'' - სამწუხაროდ  ქართველები ვერცერთი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ. “მასი” - "ბრივი" - მასპინძელთა განაცხადში არცერთი ქართველი არ არის, ხოლო სტუმართა ძირითად შემადგელობას დაუბრუნდა ვასკა ლობჟანიძე, ხოლო ოთია გიორგაძე, რომელმაც წინა ტურში თავი ლელოთი გამოიჩინა, მარქაფიდან დაიწყებს. ძალიან სასიხარულოა ის ამბავი, რომ PRO D2-ში გამოჩნდა მორიგი ქართველი პირველხაზელი - ლუკა გოგინავა, რომელიც დღეს სადებიუტო მატჩს ჩაატარებს PRO D2-ში. “მონტობარი” - “ბურგანბრესტი” -  სამწუხაროდ  ქართველები ვერცერთი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ. 23:00 “ბიარიცი” - “ორიაკი” - მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ქართველი მარჯვენა ბურჯი და ყოფილი "აჟენელი" - ვახტან ახობაძე, ხოლო სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გიორგი ცუცქირიძე იქნება. რაც შეეხება მარქაფას, PRO D2-ში სადებიუტო მატჩს სტუმართა რიგებში ჩაატარებს ქართველო მორაგბე - გიორგი ჯავახია.

სხვა სტატიები