Belive

PRO D2-ის მე-7 ტური და ქართული ლეგიონი

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
გუშინ, 4 ოქტომბერს PRO D2-ის მე-7 ტური “ბეზიესა” და "ოიონაქსის" მატჩით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა 24:19 გაიმარჯვეს. სტუმართა ძირითად შემადგელობაში ითამაშა ქართველმა მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ, რომელიც მატჩის 58-ე წუთზე შეცვალეს.

დღეს, 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00-ზე, PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

“პროვინს რაგბი” - “კარკასონი” - მასპინძელთა შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, სტუმართა შემადგელობაში მარქაფიდან გამოჩნდება მირიან ბურდული, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა.  “ორიაკი” - "მონტობარი" - ზედიზედ მესამედ  მასპინძელთა ძირითად შემადგელობაში მოხვდა ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლაშა ლომიძე კი განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმართა მხრიდან კი განაცხადში არცერთი ქართველი არ არის. “ბაიონი" - "ნევერსი” - მასპინძელთა შემადგელობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, სტუმართა შემადგელობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა განაცხადში ბორჯღალოსანთა მარჯვენა ბურჯი თორნიკე მატარაძე, თორნიკე მატარაძესთან ერთად მარქაფიდან გამოვა გური პაპიძეც. “ბურგანბრესტი" - “მასი” - სტუმართა შემადგელობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა ილია კაიკაციშვილი, ხოლო მასპინძელთა მხრიდან არცერთი ქართველი მორაგბე არ იასპარეზებს.  “ვანი” - "კოლომიერსი" - მასპინძელბს მარქაფიდან ქართველი და ყოფილი "კლერმონელი" ბურჯი, ნიკა ნეფარიძე დაეხმარება. ხოლო რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ ასევე მარქაფიდან, ქართველი ბექა შეყლაშვილი დაეხმარება. 23:00 “მონტ დე მარსი” - "ბიარიცი" - მასპინძელთა შემადგელობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ ძირითად შემადგელობაში ქართველი მარჯვენა ბურჯი - ვახტან ახობაძე იდგება, რომელიც სეზონის დასაწყისში "აჟენიდან" გადავიდა.

სხვა სტატიები