"პრიორიტეტული ტრანსფერი" - ზურიკო დავითაშვილის დამატებას ბეშიქთაში შეეცდება
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ბეშიქთაშის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
ოლე გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილი გუნდის ინტერესთა სფეროში 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი პრიორიტეტული მოთამაშეა.
"ბეშიქთაში სხვა ტრანსფერებთან ერთად მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე მუშაობს. ხელმძღვანელობა მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე, რომელიც ჩამონათვალის სათავეშია.
ზურიკო დავითაშვილის დამატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ადრეც მიმდინარეობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, ახლა კი ბეშიქთაში მოლაპარაკებებს განაახლებს", - წერს takvim.
ზურიკო დავითაშვილს 2024 წლის ზაფხულში სენტ-ეტიენში გადასვლის შემდეგ, 34 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.