Belive

პირველი მოგება ზედიზედ 10 მარცხის შემდეგ - ბასილაშვილმა ბერგამოში იმარჯვა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბერგამოს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსოფლიოს 395-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიბანელ ჰადი ჰაბიბთან (347) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:1 იმარჯვა.

მატჩი 1 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზი მოგებით მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ბასილაშვილმა დღევანდელ შეხვედრამდე, ბოლოს 18 თებერვალს, დოჰაში, თურქი ილკელის წინააღმდეგ მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაისში იდაყვზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც რამდენიმე თვე გაუცდა.