Belive

პარიზის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრებს გურამ თუშიშვილი დაემატა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

4-5 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი – პარიზის გრანდ სლემი გაიმარეთება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

31 იანვრამდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 სპორტსმენი ირიცხებოდა, აქედან 9 მამაკაცი და 2 ქალი იყო, დღეს კი შემადგენლობა შეიცვალა, კერძოდ კი პარიზის გრანდ სლემისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გურამ თუშიშვილი დაემატა.

საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა პარიზის გრანდ სლემისთვის ასე გამოიყურება:

-60კგ – თემურ ნოზაძე

-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ – ტატო გრიგალაშვილი

-90კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი

+100კგ – საბა ინანეიშვილი, გურამ თუშიშვილი

ქალები:

-57კგ – მარიამ ციხელაშვილი

-70კგ – სისაური ელისო.

სხვა სტატიები