Belive

პარიზის გრანდ სლემი - დღე I: ვაჟა მარგველაშვილის და ეთერ ლიპარტელიანის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი ჩატარდება. 16 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარეზებს.

-73 კგ

ძალიან საინტერესოა, რომ -73 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებს ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც -66 კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერია მსოფლიოში. ვაჟა ერთჯერადად გამოვა -73 კგ წონით კატეგორიაში. ვაჟა მარგველაშვილი განთესილი არ იქნება და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც კანადელ - გაბრიელ ჯუტეს შეხვდება. კანადელი მეტოქის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ფრანგი - გუილემ ჩაინე იქნება. ვაჟას ბადეში ყველაზე ძლიერი მეტოქე რუმინელი - ალექსანდრე რაიკუ იქნება.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით - ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ეთერი A ბადეში გამოვა და განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც მეტოქედ მავრიტანიელი - კრისტიან ლეგენტილი იქნება. მავრიტანიული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ეთერ ლიპარტელიანი 1/4 ფინალში გავა, სადაც მეტოქედ, ისრაელის წარმომადგენელ - კერემ პრიმოსა და ფრანგ - ფაიზა მოკდარს შორის გამარჯვებული ეყოლება. წინასწარი შეხვედრები 14:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის ყურება Silk Universal-ზე შეგეძლებათ.

სხვა სტატიები