Belive

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია: ლუკა ლოჩოშვილი სექტემბერში კრემონეზეს ვერ დაეხმარება

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამის მიზეზი იტალიის სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელი 4 მატჩის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

საქმე ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ახლადდაწყებული სეზონის მესამე ტურში, "პალერმოსთან" შეხვედრის მიწურულს, მსაჯთან ცხარედ იკამათა და წითელი ბარათი მიიღო.

"კრემონეზეს" სამი მატჩიდან ერთი მოგებული და შესაბამისად 3 ქულა აქვს. შედეგად გუნდი სერია B-ს სატურნირო ცხრილის შუაშია და შემდეგ მატჩს "სასუოლოსთან" სტუმრად, 31 აგვისტოს გამართავს.

ლუკა ლოჩოშვილი სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადშია გამოძახებული.

სხვა სტატიები