Belive

ოთია გიორგაძის ლელო PRO D2-ში

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რამოდენიმე წუთის წინ, PRO D2-ის მე-7 ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს "ბრივი" და "ანგულემი" უპირისპირდებოდნენ, ოთია გიორგაძის, ვასკა ლობჟანიძის და სოსო ბეკოშვილის "ბრივმა", შალვა სუთიაშვილის "ანგულები" 30:18 დაამარცხეს. მატჩი გამორჩეული იყო ქართველი გულშემატკივრისათვის, რადგან მატჩის მე-8 წუთზე ქართული ლელო დაიდო. ლელოს ავტორი ბორჯღალოსანთა შერკინების მოთამაშე - ოთია გიორგაძეა. შეგახსენებთ, რომ ეს ლელო ოთიასთვის მეორეა 2018 წლის PRO D2-ში.

სხვა სტატიები