ოთარ მამაგეიშვილი: "აქ განვითარებასა და 21-წლამდელთა ევროსთვის კარგად მომზადებას შევძლებ"
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში, კონკრეტულად კი "ფამალიკაოში" ტრანსფერის შემდეგ საუბრობს.
"ეს ცვლილება უდავოდ ძალიან მომგებიანია ჩემი კარიერისთვის. "ფამალიკაოში" ტრანსფერი მაფიქრებინებს, რომ ეს ჩემი კარიერული განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე, უნარების გაუმჯობესებისათვის სწორად გადადგმული ნაბიჯია.
როგორც კი ეს შემოთავაზება მივიღე, აღვფრთოვანდი. გუნდის პროექტი, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრების ვნება გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდა, რათა სამშობლო დამეტოვებინა და ახალი გამოწვევა მიმეღო.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისათვის კარგად მომზადებას შევძლებ", - ამბობს ოთარ მამაგეიშვილი.
22 წლის ოთო მამაგეიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "იბერია 1999-ს" აკადემიების აღზრდილია. მან "იბერიას" მთავარი გუნდის შემადგენლობაში 105 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. 2024 წლის სეზონში ის საქართველოს ჩემპიონი გახდა და რამაზ სვანაძის გუნდის შემადგენლობაში ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.