Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ჰარტბერგის წინააღმდეგ

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 1:3 გაიმარჯვა. კიტემ პენალტის ნიშნულიდან გოლი გაიტანა და ასევე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ოთარ კიტეიშვილმა Sofascore-ის მიხედვით საუკეთესო შეფასება 8.0 დაიმსახურა, მან შეხვედრაში 91 წუთი ითამაშა, ამ დროში ბურთს 40-ჯერ შეეხო, 25 გადაცემიდან 18 ზუსტად შეასრულა (72%), კარში ერთხელ დაარტყა და გოლითაც დასრულდა, 2 დრიბლინგიდან ორივე წარმატებული იყო, 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გამარჯვებული დარჩა.

გრაცის "შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილში 26 ქულით მე-2 ადგილზეა, პირველზე ასევე 26 ქულით "ზალცბურგია". შემდეგ შეხვედრაში გრაცელები ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 19 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები