Belive

ოფიციალურად: რაბატის გრან პრი გადაიდო

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
6-8 მარტს, მაროკოს ქალაქ რაბატში ჩასატარებელი ძიუდოს გრან პრი გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა, რომელიც მაროკოში ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა. საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ეს ფაქტი უკვე დაადასტურა. შეჯიბრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მაროკოს მთავრობამ მიიღო. ამ ფაქტის გამო საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ დელეგაციებსა და სპორტსმენეს ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რაბატის გრან პრიზზე 14 ძიუდოისტით უნდა ეასპარეზა.

სხვა სტატიები