Belive

ოფიციალურად: გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემზე იასპარეზებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
21-23 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ძიუდოს ტურნირი, დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიუსელდორფის გრან სლემის ფოტო დადო, სადაც გურამ თუშიშვილიც არის.
Live.ge-მ დეტალები გაარკვია და ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემზე იასპარეზებს. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ +100 კგ წონით კატეგორიაში არ იასპარეზებს ტედი რინერი. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემისთვის.

სხვა სტატიები