23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.
Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება.
7 აგვისტოს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს: გოგიტა არქანია (კარატე) და ელიზბარ ოდიკაძე (ჭიდაობა).
კარატისტი გოგიტა არქანია მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, რომელიც კუმიტე - მინუს 75 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
რაც შეეხება ელიზბარ ოდიკაძეს, ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, რეპეშაჟში იჭიდავებს.
Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს!