ოლიმპიადა | რომელ ადგილზეა საქართველო მედლების რაოდენობით?
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დღევანდელი დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა.
ლაშა ბექაურმა ფინალში სანშირო მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
შედეგად, ჩვენმა ნაკრებმა მედლების საერთო ჩათვლაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველი ოლიმპიელების ანგარიშზე ამ მომენტისთვის 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია.
დღეისათვის ყველაზე მეტი, 30 მედალი აშშ-ს ნაკრების ანგარიშზეა, თუმცა ამერიკელებს მხოლოდ 5 ოქრო აქვთ მოპოვებული, რის გამოც რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებენ.
პირველ პოზიციაზე კი 9 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით ჩინეთია.