Belive

ოლიმპიადა | დღეს ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 86-კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ვლადიმერ გამყრელიძე იასპარეზებს.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ჯაბრაილ შაპიევი იქნება, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი.

გამარჯვების შემთხვევაში, გამყრელიძე 1/4-ფინალში მაგომედ რამაზანოვს (ბულგარეთი) ან ალექს მურს (კანადა) დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები 13:15 საათიდან დაიწყება.

ვლადიმერ გამყრელიძე -79-კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, 23 წლის მოჭიდავეს ამავე წონაში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

დღეს იჭიდავებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძეც (-87კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. ლაშას მეტოქე რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვი იქნება.

სხვა სტატიები