ოლეგ ტაკტაროვი: "მერაბ დვალიშვილმა თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა"
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ს რუსმა ყოფილმა მებრძოლმა - ოლეგ ტაკტაროვმა უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
ტაკტაროვის მოსაზრებით, ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო და ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმაც ყველაფერი იცოდა.
"კვლავაც იმ აზრზე ვარ, რომ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობდა, ამ პროცესში კი ნურმაგომედოვების მენეჯერი, ალი აბდელაზიზიც იყო ჩართული. 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მერაბმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა და ამის თაობაზე ინფორმირებული მისი მენეჯერიც იყო.
არ მჯერა, რომ აბუ-დაბის მსგავს ადგილას, განსაკუთრებით კი სასტუმროში, ასეთი ინციდენტი სპონტანურად შეიძლება მოხდეს..." - ოლეგ ტაკტაროვი
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის მთავრობამ ყველა დაკავებული გაათავისუფლა. მათ 6 თვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ მერაბის თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.