Belive

ოფიციალურად: ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს, ახლა კი თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გახანგრძლივდება.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის 15 თებერვლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით ჩვენმა გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა, რაც ვლადიმირ ვაისის შემდეგ (47), მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. რაც შეეხება მოგებულ მატჩებს, 19 გამარჯვებით ის საუკეთესოა.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთადერთი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი დიდ ტურნირზე (ევრო 2024) გაიყვანა.

View this post on Instagram

A post shared by Georgian Football Team (@nakrebi)

www.instagram.com

სხვა სტატიები