ოფიციალურად | ლუხუმ ჩხვიმიანმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა - ლუხუმ ჩხვიმიანმა, 31 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, 2025 წლის თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს კი მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩატარდა.
ლუხუმ ჩხვიმიანმა გულშემატკივრებს, ძიუდოს ფედერაციასა და მის მშობლებს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და იქვე აღნიშნა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყო...
31 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ იგი ძიუდოდან არ მიდის და მწვრთნელობა აქვს გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი 2019 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა გაიარა წითელი არშიის მოსაპოვებლად და სწორედ 2019 წელს, ძიუდოს სამშობლოში (იაპონიაში), 2-იაპონელის დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.