Belive

ოფიციალურად: იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გახდა.

36 წლის სპეციალისტი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნიდან" გათავისუფლების შემდეგ (2024 წლის 24 მარტის შემდეგ) უმუშევარი გახლდათ, გერმანიის მთავარ საფეხბურთო გუნდს ჩაიბარებს. ახალგაზრდა მწვრთნელმა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გააფორმა.

ის გერმანიის ნაკრების ისტორიაში სულ რაღაც მე-12 მწვრთნელი გახდა მას შემდეგ, რაც ასევე "რეკორდმაისტერის" ყოფილი თავკაცი, ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლა.

ნაგელსმანის სამწვრთნელო კარიერა "აუგსბურგის" ახალგაზრდულ სისტემაში დაიწყო, მოგვიანებით კი "მიუნხენ 1860-ში", "ჰოფენჰაიმში", "ლაიფციგსა" და მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა, მან ორჯერ გერმანიის ბუნდესლიგა და ერთხელ ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.