Belive

ოფიციალურად | ილია თოფურია UFC-ის P4P რეიტინგის ლიდერია

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC317-ის მთავარ სატიტულო ბრძოლაში მოპოვებული ეპოქალური გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ელ მატადორი UFC-ის პირველი დაუმარცხებელი (17-0) მებრძოლია, რომელმაც 2 წონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ჩარლზ ოლივეირას დაფინიშების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის P4P (ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი) პირველ პოზიციაზე აღზევდა. თოფურიამ ისლამ მახაჩევის 602 დღიანი ლიდერობა დაამხო. ქართველი გულშემატკივრისთვის განსკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ P4P რეიტინგის ტოპ 3-ში ორი ქართველი მებრძოლია.

P4P რეიტინგის Top 5

1) ილია თოფურია

2) ისლამ მახაჩევი

3) მერაბ დვალიშვილი

4) დრიკუს დუ პლესი

5) ალექსანდრე პანტოჟა

UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემები დღის განმავლობაში განახლდება, თუმცა, პოზიციების ცვლილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ P4P რეიტინგს სათავეში ყველაზე დიდხანს ჯონ ჯონსი ედგა. ლეგენდარული მებრძოლი ლიდერის პოზიციას 659 დღის განმავლობაში ინარჩუნებდა.

სხვა სტატიები