Belive

ოფიციალურად: დინამო თბილისი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ექს-ჩემპიონი, "დინამო თბილისი" ერთბაშად შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა.

საქართველოს 19-გზის ჩემპიონის შემადგენლობიდან ლეგიონერები, ზორან მარუშიჩი, დენის ბუშნია და მუსა სანგარე, ასევე ქართველი ფეხბურთელები, გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე წავიდნენ.

ყველა ჩამოთვლილი ფეხბურთელი, გარდა გიორგი ხარაიშვილისა, რომელიც უნგრული "ფერენცვაროშიდან" იყო განათხოვრებული, "დინამოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

"დინამო თბილისი" თითოეულ მოთამაშეს მადლობას უხდის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს "დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ასევე, დაანონსდა, რომ წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს "დინამო თბილისი" ორ ეტაპად, ჯერ თბილისში, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, მოგვიანებით კი თურქეთში გაივლის. ამავე დროს, თბილისურმა გუნდმა სეზონის განახლებამდე არაერთი მოსალოდნელი სიახლის შესახებ გვამცნო.

სხვა სტატიები