პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში, საქართველოსთვის ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა (A-კატეგორია).
ეს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ისტორიაში მეორე მედალია, პირველი მედალი 2016 წელს რიოში, ქართველმა ძიუდოისტმა - ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა (ოქრო).
ნინა თიბილაშვილმა სოციალურ ქსელში ქართველ ხალხსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.