Belive

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

წარმოშობით ქართველმა, ესპანეთის სახელით მოასპარეზე 2-გზის მსოფლიო ჩემპიონმა - ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო ოპერაცია გაიკეთა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ნიკოს მდგომარეობაც სტაბილურია. წინ დიდი რეაბილიტაციის პროცესია, რის გამოც ნიკოლოზ შერაზადიშვილი მინიმუმ 2-3 თვეს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილი -90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სადაც მან 2-ჯერ შეძლო და მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონის წოდება პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2021 წელს მიიღო.

ტოკიოს ოლიმპიადა კი მის კარიერაში ბოლო იყო, სადაც -90 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა. სწორედ ოლიმპიადის შემდეგ, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა წონა შეიცვალა და -100 კგ წონით კატეგორიაში აღზევდა. ახლა იგი -100 კგ წონით კატეგორიის მეთხუტმეტე ნომერია.

მძიმე წონაში აღზევების შემდეგ, ნიკოლოზ შერაზადიშვილის მონაგარი შემდეგია:

  • ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი
  • ანტალიის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალი
  • აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალი.

სხვა სტატიები