გასულ კვირაში მიმდინარე მაიამის მასტერსზე მოპოვებული ქულების წყალობით საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა.
მოგეხსენებათ, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-19 ჩოგანი იყო, ამჟამად კი ნიკა 1930 ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-17 საფეხურამდეა აღზევებული, მისი უახლოესი მდევარი ფაბიო ფონინი და გაელ მონფილსი არიან 1885 და 1875 ქულებით.
LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს მომდევნო ტურნირებზე.