მურად ფატიევი: "მინდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე და ფინალში ბექაური დავამარცხო..."
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
25 წლის აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა - მურად ფატიევმა, მოახლოებულ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, აზერბაიჯანულ სპორტულ გამოცემა "azerisport"-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოცნება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება და ფინალში ლაშა ბექაურის დამარცხებაა.
"ბაქოს გრანდ სლემამდე ინტერვიუ სწორედ თქვენთან ჩავწერე და მახსოვს, რომ გესაუბრეთ იმ თემასთან დაკავშირებით, თუ ვისთან მსურდა რევანშის აღება. ასეც მოხდა, 2024 წლის ბაქოს გრანდ სლემზე ყველასთან ავიღე რევანში ვისთან გამარჯვებაც მსურდა და ოქროს მედალიც მოვიპოვე.
ახლა კი ჩემი მთავარი მიზანი დიდებული ქართველი ძიუდოისტი - ლაშა ბექაურია, რომელიც 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე არ გამოსულა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მას ფინალში შევხვდები და გავიმარჯვებ..." - მურად ფატიევი
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური და მურად ფატიევი ერთმანეთს სულ 2-ჯერ შეხვდნენ. პირველად 2023 წლის 5 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის 1/16-ფინალში, სადაც ლაშა ბექაურმა უშანსოდ დაამარცხა აზერბაიჯანელი მეტოქე.
ხოლო მეორედ კი ისინი 2023 წლის აგვისტოში, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე გადაეკვეთნენ, სადაც კვლავ ძალიან მარტივად დაამარცხა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონი აზერბაიჯანელი მეტოქე და ნახევარფინალში გავიდა.