"მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო" - მერაბ დვალიშვილი
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. "მანქანამ" 5-რაუნდიან დაპირისპირებაში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა დაპირისპირებაზე ისაუბრა:
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს აქ მოვიდა, მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ქართველებს! მიყვარხართ ქართველებო. მე სულ ვვარჯიშობ, მე ვარ მანქანა და არასდროს ვჩერდები. როდესაც ეს ბრძოლა ავიღე 6 კვირით ადრე ფეხი დაზიანებული მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ UFC-ს ვჭირდებოდი.
უმარი კარგი მებრძოლია, მაგრამ მან მე ბებერი მიწოდა, დიახ ეს შესაძლოა ასეა, მაგრამ შრომისმოყვარე ვარ და ყოველდღე ვმუშაობ. ხალხო გთხოვთ თავი არავის დააჩაგვრინოთ და არავის მისცეთ უფლება რომ ვინმემ დაგაშინოთ. ირწმუნეთ საკუთარი თავის და ყველაფერი გამოვა, მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, მთავარია ჩემი თავის მჯეროდა და ეს საკმარისია.
შემიძლია დღეს კარიერია დავასრულო და ბედნიერი მოვკვდე. მადლობა ყველას ვისაც ჩემი სჯეროდა, მიყვარხართ ქართველებო. - მერაბ დვალიშვილი