Belive

მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება.  უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 20 დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 10 სპორტსმენი წარმოადგენს. ისინი 20-23 ოქტომბერს იასპარეზებენ. დარჩენილი ოთხი დღე კი ბერძნულ-რომალული სტილით ჭიდაობას დაეთმობა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს ბუდაპეშტში შემდეგი სპორტსმენები მიჰყავს: 57 კგ - ოთარ გოგავა. 61 კგ - ბექა ლომთაძე. 65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. 70 კგ - ზურაბ იაკობაშვილი. 74 კგ - ავთანდილ კენჭაძე. 79 კგ - დავით ხურცილავა. 86 კგ - სანდრო ამინაშვილი. 92 კგ - დავით მარსაგიშვილი. 97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე. 125 კგ - გენო პეტრიაშვილი.

სხვა სტატიები