Belive

მსოფლიო რეიტინგი განახლდა | 90-ში დავწინაურდით, მაგრამ თუშიშვილი მნიშვნელოვნად დაქვეითდა

6 საათის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ავსტრიის გრან პრი დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თითო-თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა.

ოქროს მედალი 90 კგ წონით კატეგორიაში აღზევებულმა ტატო გრიგალაშვილმა მოიგო, ვერცხლის მედალს კი დებიუტანტი, ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული - ლუკა ჯავახიშვილი დასჯერდა.

ავსტრიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

66 კგ

ავსტრიაში 66-კგში ვაჟა მარგველაშვილმა და ახალგაზრდა - თორნიკე გიგაურმა მიიღეს მონაწილეობა.

სამწუხაროდ, წარმატებული გამოსვლა არცერთ მათგანს ჰქონია, თუმცა, ვაჟამ ასპარეზობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა, რითაც 252 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა. მარგველაშვილი 1768 სარეიტინგო ქულით ახლა მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია.

რაც შეეხება გიგაურს, თორნიკემ მონაწილეობისთვის 6 ქულა მიიღო და 1 პოზიციით წინ წავიდა. 19 წლის ქართველი მსოფლიო რეიტინგის 56-ე ნომერია.

73 კგ

ავსტრიაში 73 კგ-ში მონაწილეობა ლეგენდარულმა ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა მიიღეს.

შავდათუაშვილი პირველივე რაუნდში მეტოქესთან ერთად შეჯიბრიდან მოხსნეს, შესაბამისად მხოლოდ 6 ქულა მიიღო, თუმცა ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ იგი მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით წინ წასულიყო. ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი TOP 10-ში შევიდა და 2749 ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერია.

რაც შეეხება გიორგი ტერაშვილს, იგი მსოფლიო რეიტინგში 21 პოზიციით დაქვეითდა და ახლა წონის 174-ე ნომერია.

81 კგ

81-ში ზაურ დვალაშვილი ჭიდაობდა, რომელმაც ასპარეზობა პირველივე რაუნდში დაასრულა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მისი ადგილი უცვლელია.

დვალაშვილის ანგარიშზე 2426 სარეიტინგო ქულაა, რითაც მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერია.

90 კგ

90-ში ორი წარმომადგენელი გვყავდა - ტატო გრიგალაშვილი და დებიუტანტი - ლუკა ჯავახიშვილი.

ტატო გრიგალაშვილი უკვე მეორე წელია, რაც ასპარეზობას 90 კგ-შიც ცდილობს, რაც ნამდვილად ძალიან კარგად გამოსდის და ფაქტიც სახეზეა, მან ყველა მეტოქე ძალიან მარტივად და შთამბეჭდავად დაამარცხა და ავსტრიის გრან პრი მოიგო. ამ გამარჯვებით ტატომ 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 35 პოზიციით დაწინაურდა, რითაც ამ წონით 49-ე ნომერი გახდა.

რაც შეეხება დებიუტანტ ლუკა ჯავახიშვილს, 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ იგი მსოფლიო ტურში დებიუტანტი იყო.

ფინალში გასვლითა და ვერცხლის მედლით, ლუკამ 490 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 67 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 742 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიოს 71-ე ნომერია.

100 კგ

100 კგ-ში ილია სულამანიძე გვყავდა, რომელმაც 9-16 პოზიციებისთვის იბრძოლა და 112 სარეიტინგო ქულა დაიმატა, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება აქ არ ყოფილა და იგი მე-10 პოზიციაზე დარჩა.

ილია სულამანიძის ანგარიშზე 3407 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიოს მე-10 ნომრად რჩება.

+100 კგ

მძიმე წონაში 2 წარმომადგენელი გვყავდა - გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.

ყველასთვის მოულოდნელად, გურამ თუშიშვილი პირველივე რაუნდში დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. მან მონაწილეობისთვის მხოლოდ 6 სარეიტინგო ქულა დაიმატა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა და მეორე ნომრობიდან მე-4 პოზიციაზე ჩამოვიდა.

ირაკლი დემეტრაშვილმა კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა და ბოლო წამს დამარცხდა. საბოლოოდ მან 252 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა (მე-18 პოზიციიდან მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა).

+78 კგ

ასევე წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა სოფიო სომხიშვილს, რომელიც ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით მაინც წინ წინ წავიდა და იგი ქალთა მძიმე წონის 38-ე ნომერია.

სხვა სტატიები