Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | გუნდური პირველობა - ტიტული უნდა დავიცვათ!

6 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობა დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.

საქართველოს ორი ჩემპიონი (ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვიცე-ჩემპიონი (ეთერ ლიპარტელიანი) და ერთიც ბრინჯაოსმედალოსანი (გიორგი სარდალაშვილი) ჰყავს.

11 ოქტომბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდური შეჯიბრი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება.

პრევიუ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრები გუნდურ პირველობას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ხვდება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდურ პირველობას ისტორიაში სულ 2 ჩემპიონი ჰყავს - იაპონია და საქართველო.

საქართველოს ნაკრები ასპარეზობას C ბადიდან დაიწყებს, სადაც მეორე რაუნდში ჩვენი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.

იტალიის დამარცხების შეთხვევაში კი, 1/4-ფინალში უზბეკეთსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შევხვდებით.

1/2-ფინალში ჩვენი მეტოქე, რუსეთი/კორეასა და საფრანგეთს შორის გამარვებული იქნება.

ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ჩვენი სავარაუდო მეტოქე, იაპონიის ნაკრები იქნება.

გუნდური პირველობის წესები

ძიუდოს შერეული გუნდური ტურნირი სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ემოციური ფორმატია, სადაც ქალები და კაცები ქვეყნის გამარჯვებისთვის ერთიანდებიან.

ინდივიდუალური პირველობისგან განსხვავებით, სადაც 14 წონითი კატეგორიაა, შერეულ გუნდურ შეჯიბრში სულ 6 წონაა: ქალებში -57 კგ, -70 კგ და +70 კგ, ხოლო კაცებში -73 კგ, -90 კგ და +90 კგ.

გამარჯვებულის გამოსავლენად ნაკრებებს შორის 6 ორთაბრძოლა ტარდება, ფრედ (3:3) დასრულების შემთხვევაში კი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ერთ-ერთ წონაში გადამწყვეტი, ოქროს ქულის შეხვედრა ინიშნება.

შერეული გუნდური პირველობა სტარტს 09:30 საათიდან აიღებს, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები