მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დღე VI - ტატამზე ილია სულამანიძე გამოვა
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
განვლილი 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ბრინჯაოს და 1 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.
წინ მეექვსე საშეჯიბრო დღეა, სადაც ტატამზე ევროპის ჩემპიონს - ილია სულამანიძეს ვიხილავთ.
100 კგ
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 100 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად - ილია სულამანიძე მოიაზრება, რომელიც B ბადეში იწყებს და განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია მეორე რაუნდიდან ჩაერთვება ასპარეზობაში.
სულამანიძის პირველი მეტოქე, უნგრელ - ტაჯიკ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული იქნება. ილიას ბადეში ჰყავს, რუსი - ნიაზ ბილალოვი, რომელთან გზაც ქართველისთვის 1/4-ფინალში იკვეთება.
1/2-ფინალში კი ილია სულამანიძის სავარაუდო მეტოქე, იტალიელი - ჯენარო პირელი იქნება, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.
ბადის სხვა მხარეს მოიყარეს თავი ისეთმა ძლიერმა ძიუდოისტებმა, როგორებიც არიან: დოტა არაი (იაპონია), არმან ადამიანი (რუსეთი), სიმეონ კატარინა (ნიდერლანდელი), ლეონარდო გონსალვეში (ბრაზილია) და ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი), რაც იმას ნიშნავს, რომ სულამანიძისა და მათი გზები ფინალამდე ვერ გადაიკვეთება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე აიღებს სტარტს, ილია პირველ ტატამიზე იბრძოლებს და მისი პირველი შეხვედრა შეჯიბრის დაწყებიდან 24 ბრძოლის შემდეგ იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.