Belive

მორიგი სკანდალი - იტალიელ ფეხბურთელებს ბრალი ფსონების დადებაში ედებათ

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მორიგი სკანდალი იტალიურ ფეხბურთში - რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს, ნიკოლა ფაჯიოლის, სანდრო ტონალის, ნიკოლო ძანიოლოს და სხვებს აზარტულ თამაშებში და ფსონების განთავსებაში ბრალი ედებათ.

ახლახანს, მათ რიცხვს "რომას" ფეხბურთელი, იტალიაში დაბადებული და წარმოშობით პოლონელი ნიკოლა ზალევსკიც მიემატა, რომლის შესახებაც პოპულარუმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ისაუბრა. როგორც ირკვევა, იტალიელი ჟურნალისტი ეტაპობრივად ინფორმაციას განაახლებს და სხვა ფეხბურთელების შესახებაც შეგვატყობინებს.

იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც სერია A-ში თამაშობდნენ ან თამაშობენ და არალეგალურ ფსონებს ანთავსებენ, საკმაოდ გრძელია.

ამ საქმეში ეჭვმიტანილი სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს. მათ, ისევე როგორც ფაჯიოლის გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა ემუქრებათ. ამავე დროს, ძანიოლო აცხდებს, რომ მას ფეხბურთთან დაკავშირებით არალეგალური ფსონები არ განუთავსებია და ის მხოლოდ აზარტულ თამაშებს თამაშობდა.