Belive

მორაგბეებს ტატუების დაფარვა მოუწევთ!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2019 წელს, იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მორაგბეებს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევთ. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მორაგბეებს ტატუების დაფარვა დაევალებათ, რათა მოსახლეობასა და პოლიციას ისინი განგსტერებში არ აერიოს. ამომავალი მზის ქვეყანაში, ტატუ ადგილობრივ მაფიასთან, იაკუძასთან ასოცირდება, რის გამოც ხელისუფლებამ მორაგბეებისა და გულშემატკივრებისთვის ერთი წლით ადრე სპეციალური განკარგულებები გამოსცა, მათ შორის ტატუების დაფარვის აუცილებლობა. "ჩვენ გავითვალისწინებთ იაპონიის ხელისუფლებისა და ხალხის თხოვნას, აუცილებლად დავიცავთ ამ წესს რათა მსოფლიო ჩემპიონატმა პრობლემების გარეშე ჩაიაროს" - განაცხადა ტურნირის ხელმძღვანელმა ალან გილპინმა. აღსანიშნავია, რომ ტატუ სარაგბო სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი სხეულის მოხატულობით ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები გამოირჩევიან, ბორჯღალოსანთა რიგებში კი ყველაზე ტატუირებული მიხეილ ნარიაშვილია, რომელსაც სხვა მორაგბეების მსგავსად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხატულობის დამალვა მოუწევს.

სხვა სტატიები