"ევრო 2024-ზე დებიუტამდე მეცის გადარჩენის მისიაზე იმყოფება" - ანალიტიკური სტატია ქართველზე
საფეხბურთო მედია საშუალება fotmob საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. დეტალურ სტატისტიკას ავრცელებს და წერს, რომ მას შეუძლია "მეცის" გმირი გახდეს.
"ყოველთვის, როცა გუნდი სეზონის გადასარჩენად იბრძვის, მათ რაღაც კონკრეტული სჭირდებათ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ეს შესაძლოა იყოს მიღებული შანსი, ძალის გამოღვიძება ან სხვა დიდი გუნდის ვარდნა. ზოგჯერ, გასაღები შიგნით მოიძებნება და ის არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე სეზონის სირთულეები ან საკუთარი ამ მომენტისთვის შეფასებული შესაძლებლობებია და გუნდს მიზანთან მიუძღვება. "მეცის" შემთხვევაში ასეა და ის ერთადერთი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეა.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ მას, დროა გაიცნოთ. ქართველი ფეხბურთელი, არის აგრესიული, ტექნიკურად ნიჭიერი და სასტიკი ფორვარდი, უკვე ერთგვარი გმირი "მეცის" ქომაგებისთვის.
ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მან ერთხელ უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და გუნდი ლიგა 1-ში დააწინაურა. მიქაუტაძე ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაშია და სეზონის მთლიანად გადაწერის ზღვარზე იმყოფება.
23 თებერვალს თავისი პირველი გოლი გაიტანა გუნდში იჯარით დაბრუნების შემდეგ და ერთადერთი კონკრეტული მისია აირჩია, რომ "მეცი" ლიგა 1-ში უნდა დაეტოვებინა.
სწრაფი წინსვლა: გასული 7 მატჩიდან 4 გამარჯვება, ამ მოგებულ მატჩებში მიქაუტაძის მხრიდან გატანილი 5 გოლი. ჯამში, გუნდში დაბრუნების შემდეგ, 8 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.
მომავალზე რომ ვიფიქროთ, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება "მეცი" შემდეგ სეზონში, არის იმის დიდი შესაძლებლობა, რომ გიორგი მიქაუტაძემ უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს და ეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატია. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელობით და ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, თანაც იმ ფორმის გათვალისწინებით, რომელიც მას ახლა აქვს, დიდი შანსია, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან გასამართ მატჩებში ის საქართველოს ნაკრების განაცხადში აღმოჩნდეს.
არსებობს ამსტერდამში დაბრუნების შანსი, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ უცნაურად, იქ მიქაუტაძე არ დააფასეს და ისევ "მეცში" გაუშვეს, ნაკლებად სავარაუდოა, ეს მოხდეს.
ის ჯერ სრულყოფილი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ გიორგი მიქაუტაძეს აქვს ენერგია, სისწრაფე და რესურსი, რომლის შემდეგ სეზონებში კიდევ უფრო კარგად გამოყენება შეიძლება. იქამდე კი, არის "მეცის" მიზანი, რომელიც მიქაუტაძემ საკუთარ მისიად გაიხადა და შეუძლია ამ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა", - წერს fotmob.
აქ ის დეტალური სტატისტიკური მონაცემებია, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის სხვა თავდამსხმელებთან არის შედარებული:
გიორგი მიქაუტაძის დარტყმების სტატისტიკა ამ სეზონში:
გიორგი მიქაუტაძის დარტყმების სტატისტიკა ამ სეზონში:
ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევარი აქვს. ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი 30 ტურის შემდეგ დაგროვებული 29 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას ერთი საფეხური აშორებს. მომდევნო მატჩი ქართველის გუნდს 28 აპრილს, "ლილთან", საშინაო კედლებში ელოდება.