მერაბ გიგაური ჰონგ კონგის ჩემპიონატში ითამაშებს
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი, მერაბ გიგაური კარიერას ჰონგ კონგის ჩემპიონატში გააგრძელებს.
32 წლის ქართველი ფეხბურთელი ლეე მანში ითამაშებს. ჰონგ კონგის ჩემპიონატის ისტორიაში, მერაბ გიგაური დებიუტანტი ქართველი ფეხბურთელი გახდება.
გიგაური, რომელიც გასულ წლებში ქუთაისის ტორპედოს კაპიტნობდა, ახალ გუნდში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"დიდებულია ლეე მანს რომ უერთდები! ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ამ ახალ გზას და ვიბრძოლებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. მოუთმენლად ველოდები და მზად ვარ ახალი სეზონისთვის. გუნდისთვის საუკეთესო შედეგების მისაღებად მაქსიმალურს გავაკეთებ", - ამბობს მერაბ გიგაური.
მერაბ გიგაურის ახალი გუნდი 2017 წელს დაარსდა, 2 წლის შემდეგ თასის მოგება მოახერხა, 2024 წელს კი სადებიუტოდ ჩემპიონობაც იზეიმა.