მძიმე ტრავმა - ლუკა მხეიძე 9 თვე ვერ იჭიდავებს
2 წლის წინ
ქართული სპორტი
2 წთ
"10 დღის განმავლობაში, პროფესიონალ ექიმებთან ერთად ვაკვირდებოდი ჩემს ტრავმას, რათა მოგვეღო საუკეთესო გადაწყვეტილება, თუ როგორ მოვქცეულიყავით ტრავმის მიუხედავად. საბოლოოდ, ექიმების დახმარებით გადაწყდა, რომ საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია. სავარაუდოდ მინიმუმ 6-7 თვე, ხოლო მაქსიმუმ 9-10 თვე ვერ ვიჭიდავებ. ცხადია ძალიან მიჭირს ტატამიდან ამდენი ხნის განმავლობასი ასე შორს ჰყოფნა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის. ჩემს თავს ვეუბნები, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი და უფრო ძლიერი გავბრუნდები". - ლუკა მხეიძე.შეგახსენებთ, რომ ლუკა მხეიძე საქართველოში, კერძოდ კი თბილისში დაიბადა. მან პირველი მედალი 2018 წელს მექსიკის ქალაქ კანკუნში, კანკუნის გრანდ პრიზზე მოიპოვა. მას შემდეგ, მან 5 მედალი მოიპოვა. 2020 წელს მხეიძემ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტაშკენტის გრანდ სლემზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. 2021 წელს, ასევე იგი გახდა ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი. 2022 წელს ლუკამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პარიზის გრანდ სლემზეც, თუმცა 2022 წლის ბოლომდე მისი ტატამზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.