Belive

ბელგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა საყვარელ ძიუდოისტად ქართველი დაასახელა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
-81 კგ წონით კატაგორიის პირველმა ნომერმა - მატიას კასემ, IJF-სთან (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან) ინტერვიუს დროს კითხვაზე, თუ ვინ არის მისი საყვარელი ძიუდოისტი, პასუხი გასცა და თქვა, რომ მისაბაძი და საყვარელი ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილია. "მე გამორჩეული ძიუდოისტები არ მყავს, თუმცა ყველაზე ლაშა შავდათუაშვილს გამოვარჩევ. მას განსხვავებული საჭიდაო სტილი აქვს და ძალიან დახვეწილად ჭიდაობს. ტატამს მიღმა ის საუკეთესო ადამიანია, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. მგონი იმით ყველაფერი ნათქვამია, რომ იგი არის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი". - განაცხადა მატიას კასემ. მატიას კასე -81 კგ წონის ლიდერი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მან 2021 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში კი ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა.

სხვა სტატიები