გუშინ მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა (125კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველი სპორტსმენი რუს, ანზორ ხიზრიევთან 2:7 დამარცხდა.
გივიმ აღნიშნული ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ნაკრების მწვრთნელებს ნდობის გამოცხადებისთვისა და მძიმე წონაში დაყენებისთვის მადლობას ვუხდი. მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ მგონია, მეტი შემიძლია. თუ საშუალება მომეცემა, შეცდომებს შემდეგ ტურნირზე აუცილებლად გამოვასწორებ.წაგების მთავარი მიზეზი წონა იყო. 102-103 კილო ვარ და ამხელა დატვირთვას ვეღარ გავუძელი," - თქვა გივიმ.